თავში

მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს
მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწოდო - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ზაფხულის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის დიდი რისკი არსებობს. შემსუბუქებული რეგულაციების ფონზე მან მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"მინდა, მოვუწოდო ყველას, როგორც სპეციალისტმა, რომ თუ გარშემო, სადაც არ უნდა იყოთ, ადამიანები არიან, პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ისეთ ადგილებში არ წახვიდეთ, სადაც პირბადის გარეშე ბევრი ადამიანი იქნება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ასევე, ვიდრე ვაქცინირებული არ ხართ, მაქსიმალურად შეზღუდეთ კონტაქტები, შეზღუდეთ სტუმრად ყოფნა, ნაკლებად მიიღეთ სტუმრები. აუცილებელი თხოვნაა, რომ თუ ისეთ ადგილზეა ადამიანი უპირბადოდ ან არასწორად უკეთია პირბადე, გაჩერებაა ეს თუ ტრანსპორტი, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მივუთითოთ მას, რომ გაისწოროს, რადგან ამ ადგილებში ისევ არის პირბადის გამოყენების მოთხოვნა.

სამწუხაროდ, ვაქცინაციაზე გადის ეს პროცესი. ვაქცინაციის პროცესი არ არის ქვეყანაში იმ მასშტაბის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და მინდა, მჯეროდეს პრემიერის სიტყვის, რომ ორი კვირის შემდგომ საქართველოში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system