თავში

მინდა, თითოეულ ჯარისკაცს ეს გამარჯვება მივულოცო - თეა წულუკიანი

მინდა, თითოეულ ჯარისკაცს ეს გამარჯვება მივულოცო - თეა წულუკიანი
მინდა, თითოეულ ჯარისკაცს ეს გამარჯვება მივულოცო - თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, იმ ჯარისკაცებს მიულოცა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ.

წულუკიანის თქმით, მათი ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა და დღეს ცოცხალია, ეს გამარჯვება მივულოცო. ასევე ვინც აგვისტოს ომში, ტერიტორიული მთლიანობისთვის ოჯახის წევრი, ჩვენი გმირები დაკარგეს, მინდა, გამარჯვება მივულოცო, ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ და ვამბობთ, რომ მათი ინტერესებისა და ღირსებისთვის სამართლებრივი ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system