თავში

მინიმალური შანსი გვაქვს - ბიძინა კულუმბეგოვი

მინიმალური შანსი გვაქვს - ბიძინა კულუმბეგოვი
მინიმალური შანსი გვაქვს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს მინიმალური შანსი აქვს, რომ საყოველთაო იმუნიზაცია Pfizer-ის, AstraZeneca-ს და Moderna- ვაქცინებით შეძლოს. მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი მსოფლიოში პრეპარატების არასაკმარისი რაოდენობაა.

მისივე თქმით, ქვეყანა უკვე მესამე ტალღის წინაშე დგას, ამიტომ სახელმწიფომ გაიზიარა უნგრეთის მარეგულირებლის აღიარება და ჩინური ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. 

"დღეს რეალურად საქართველოს აქვს უახლოეს 2-3 თვის განმავლობაში მინიმალური შანსი და პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობა ამ ვაქცინების გვქონდეს. იგულისხმება Pfizer-ი, AstraZeneca, Moderna და მსგავსი ტიპის ვაქცინები.

მეორეს მხრივ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მესამე ტალღის წინაშე დგას უკვე ქვეყანა, აღმავალია ციფრები და ჩვენ არ ვიცით ეს სად გაჩერდება და რა გამოწვევებს გვიქადის, თუნდაც იმ ახალი შტამებიდან და ვარიანტებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, ქვეყანა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვენდეთ და შევძელით Sinopharm-ის ვაქცინის ქვეყანაში დაშვება, გახლავთ უნგრეთი. ჩინურ ვაქცინას აქვს სწორედ უნგრეთის მარეგულირებლის აღიარება. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას 2009 წლის მერე აქვს ასე ვთქვათ საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვით მითითებული ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, დაახლოებით 37-ია თუ არ ვცდები, აძლევს ქვეყანას საშუალებას ნებისმიერი მედიკამენტი ან ვაქცინა ამ ქვეყნებში თუ რომელიმე ერთში არის აღიარებული, პარალელური ექსპორტით, გამარტივებული წესით საქართველოში შემოიტანოს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი განცხადებით, ქვეყანა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს, რადგან ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება.

„ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს Sinopharm-ით ვაქცინაცია.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა Sinopharm-ის ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system