თავში

მინიმუმ 2 ექიმის გადაწყვეტილებაა საჭირო - ეკატერინე ტიკარაძე

მინიმუმ 2 ექიმის გადაწყვეტილებაა საჭირო - ეკატერინე ტიკარაძე
მინიმუმ 2 ექიმის გადაწყვეტილებაა საჭირო - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკამენტ ,,რემდესივირის" მისაღებად ქვეყანაში მინიმუმ 2 ექიმის გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორი პრეპარატის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია, თუმცა, პაციენტი პრეპარატს თვითნებურად ვერ მიიღებს.

,,ნამდვილად მივიჩნევ, რომ მოლოდინების შექმნა არ შეიძლება პრეპარატ "რემდესივირთან" დაკავშირებით. ეს პრეპარატი მიიღება ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებით, კონკრეტულ პაციენტებზე, რომლებზეც ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ისინი მიიღებენ საუკეთესო გამოსავლებს. რაც შეეხება პრეპარატის უსაფრთხოებას, ჩვენ დარწმუნებულები ვართ პრეპარატის უსაფრთხოებაში, გამომდინარე იქიდან, რომ პრეპარატს აქვს მიღებული "ეფდიაის" დადებითი მაჩვენებელი და ასევე, ის არის შეტანილი ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. შესაბამისად, ჩვენ პრეპარატის გამოყენების კუთხით ვიხელმძღვანელებთ ამ პროტოკოლით. მინიმუმ 2 ექიმის გადაწყვეტილებაა საჭირო პრეპარატის მისაღებად.

ჩვენ შევქმენით ის მექანიზმი, რომლითაც დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული პაციენტი, რომელიც თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოიხმარს მხოლოდ ამ პრეპარატს, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ის უსაფრთხო გარემო და მონიტორინგი, რომელსაც საჭიროებს პრეპარატის მიღების შემდეგ თითოეული პაციენტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system