თავში

მინისტრი: ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი ორ კვირაშია მოსალოდნელი

მინისტრი: ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი ორ კვირაშია მოსალოდნელი
მინისტრი: ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი ორ კვირაშია მოსალოდნელი

„ეპიდემიის აფეთქების ყველაზე დიდი რისკი შემდეგ ორ კვირაშია მოსალოდნელი,"-ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. 

"წინა კვირას სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგანგებო რეჟიმი გამოგვეცხადებინა. ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს უნდა გახდეს მესიჯი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შესრულდეს ყველა მითითება, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა შემდეგ მითითებას დავიცავთ და იმ ხარისხით შევასრულებთ, რითაც მითითებულია, ჩვენ შევძლებთ, ეპიდემიური აფეთქება გაცილებით უკეთესად გადავლახოთ, ვიდრე ამას ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა აკეთებს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით აუცილებელია, რომ  თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას მითითებები. 

„ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება თითოეული მოქალაქის ქცევაზე პასუხისმგებელი. ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რომ მოქალაქეები დავიცვათ. შესაბამისად, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები უკვე არის მოთხოვნითი და მითითებითი. მოქალაქეებისგან ცალსახად მოვითხოვთ, შესრულდეს ყველა მითითება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა,"-განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system