თავში

მინისტრი კომაში მყოფი პაციენტის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს

მინისტრი კომაში მყოფი პაციენტის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს
მინისტრი კომაში მყოფი პაციენტის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს

"მე უარვყოფ იმას, რომ პაციენტის ოჯახისთვის დრო ვერ გამოვნახე"-  ასე  უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მამა ეკატერინე ტიკარაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მინისტრი ოჯახს არ შეხვდა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა პაციენტს, რომლის მკურნალობაც საქართველოში ვერ ხერხდება, სამინისტრო, შესაძლებლობების შესაბამისად, დახმარებას გაუწევს.

"მე უარვყოფ იმას, რომ პაციენტის ოჯახისთვის დრო ვერ გამოვნახე, ვინაიდან საქმის აღძვრის მომენტიდან, სამინისტრო და მე პირადადაც აქტიურად ვართ ჩართული პროცესში. იმ მომართვასთან დაკავშირებით, რომელიც აქვს ოჯახს გამოგზავნილი, ჩვენი სააგენტო იმსჯელებს. ყველა პაციენტს, რომელსაც შესაბამისი დახმარება საქართველოში ვერ უტარდება, სამინისტრო მზად არის არსებული რესურსების ფარგლებში დაეხმაროს" - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნეს, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და სწორედ მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ექიმმა თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. მან ასევე დაიხმარა პირი, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში კონსულტანტის პოზიციაში მუშაობდა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ექიმმა ის და მისი ოჯახი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. მას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system