თავში

მინისტრი: კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება

მინისტრი: კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება
მინისტრი: კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება

კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და ახალი ალგორითმის ტესტირებებში ჩაერთვებიან მოხუცთა თავშესაფრები, შშმ პირთა პანსიონატები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. 

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ახალი ალგორითმი შაბათ-კვირიდან ამოქმდდება.

„თქვენ იცით, რომ კლინიკური ჯგუფის მხრიდან იყო რამდენიმე ინიციატივა, სადაც იყო განხილული, რომელი ჯგუფები უნდა შესულიყვნენ შემდგომ გაფართოებაში. ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ალგორითმი ორ დღეში იქნება უკვე გაფართოებული და შესაბამისად, უკვე შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას“,- განაცხადა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, გაფართოვებული ტესტირების ფარგლებში ჩაერთვებიან მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები, სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები ცხოვრობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system