თავში

მინისტრი: ქვეყანაში 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს

მინისტრი: ქვეყანაში 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს
მინისტრი: ქვეყანაში 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში 700-ზე მეტი სუნთქვის აპარატია, ამ დრომდე კი, მათი გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებულ რვა პაციენტს დასჭირდა.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში სუნთქვის აპარატების მარაგი საკმარისია. 188 პაციენტიდან 81 ადამიანზე იყო დაფიქსირებული ორმხრივი პნევმონია, რომელთაგან მხოლოდ რვა პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე, კლინიკაში იმყოფება ექვსი პაციენტი, რომელთაც კვლავ სჭირდებათ სუნთქვითი მხარდაჭერა. სამი არის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი - ბათუმში, ერთი - გორში, ერთი - ინფექციურ საავადმყოფოში.

ის მარაგი, რომელიც სახელმწიფოს მასშტაბით არის მობილიზებული და იცით, რომ ამ ეტაპისთვის, ეს არის 700-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ჩვენმა ექიმებმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system