თავში

მინისტრი: ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები

მინისტრი: ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები
მინისტრი: ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები

"ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები"- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ოჯახისწევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მხარეებს თავიანთი პოზიცია აქვთ და მათ მიღმა უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩარევა, რათა რეალურად დადგინდეს იყო თუ არა გადაცდომა ამ საქმეში.

"მხარეები ყოველთვის თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და დასკვნების გამოტანა სახიფათოა. ოჯახის მხრიდან მოსმენილი ინფორმაციით, იკვეთება გადაცდომები. ამას დაადგენს გამოძიება. მათ აქვთ მეტი ინფორმაცია. ჩვენი კომპეტენცია და სურვილია, დავეხმაროთ პაციენტს და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.

მნიშვნელოვანია, იმის მიღმა, რა დოკუმენტური შესწავლა მოახდინა რეგულირების სააგენტომ, მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება იმისთვის, რომ გამოიძიება ჩატარდეს მეტად უფრო გამჭვირვალედ და საგნობრვად. მზად ვართ, მოვახდინოთ მობილიზაცია საექსპერტო ჯგუფის, რომელიც ჩაატარებს ექსპერტიზას და ზუსტად დადგინდება ვინაა უშუალო მონაწილე და რის გამო მოხდა ზიანის დადგომა"- განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნეს, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და სწორედ მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია ექიმმა თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. მან ასევე დაიხმარა პირი, რომელიც აღნიშნულ საავადმყოფოში კონსულტანტის პოზიციაში მუშაობდა.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, რის გამოც მან აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ექიმმა ის და მისი ოჯახი განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. მას განმეორებითი ოპერაცია გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს ორიდან ხუთ წლამდე, ქირურგს ექვსიდან ცხრა წლამდე, იტალიაში მყოფ ანესთეზიოლოგს კი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system