თავში

მინისტრი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენისთვის გადაადგილებას არ ზღუდავს

მინისტრი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენისთვის გადაადგილებას არ
მინისტრი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენისთვის გადაადგილებას არ ზღუდავს

საგანგებო მდგომარეობის დროს, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაოაბას. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სავაჭრო ქსელებში არსებული მომხმარებლების სიჭარბე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში სრულად გაუმართლებელია.

მინდა საგანგებოდ გავაკეთო განმარტება სავაჭრო ქსელებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; მოსახლეობის განსაკუთრებული სიჭარბეა სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში. საგანგებო ვითარების გამოცხადება, როგორც პრემიერმაც განმარტა, მოსახლეობას არ უზღუდავს სურსათის შეძენის მიზნით გადაადგილებას. სურსათის შეძენას მოსახლეობა იმავე პირობებით გააგრძელებს, როგორც ამას საგანგებო მდგომარეობადე აკეთებდა. სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება.

აღნიშნულმა სავაჭრო ობიქტებმა უნდა გაითვალისწინონ სანიტარიული და ჰიგიენური რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ გამოსცა და შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააზუსტა. ასევე არსებობს შიდა სტანდარტებიც, რომელთა აღსრულება სავალდებულოა.

სურსათის მიწოდების კუთხით, არათუ წყვეტა, არამედ შეფერხებაც არ იქნება; მთავარია სავაჭრო ქსელებში ხელოვნურად არ შევქმნათ პრობლემები.

მოსახლეობამ და სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს შორის დისტანცია იყოს 1,5 მეტრი, არ შევქმნათ რიგები.

პროდუქციაზე სრულიად უსაფუძვლო პანიკური მოთხოვნის გამო ხალხმრავლობა სავაჭრო ქსელებში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სრულიად გაუმართლებელია.

ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ იქნება. დღეს ყველაზე მთავარია დავიცვათ წესები და მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. ჩანიშნულია პარლამენტის საგანგებო სხდომაც

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system