თავში

მინისტრის მოადგილე უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესს გაეცნო

მინისტრის მოადგილე უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესს გაეცნო
მინისტრის მოადგილე უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესს გაეცნო

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტყობინება

მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

ნივერსიტეტებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან გაზიარებულია პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ზედმიწევნით არის დაცული სანიტარული ნორმები და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საუნივერსიტეტო სივრცეებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

19 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით, ტრადიციულ ფორმატში მიმდინარეობს.

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად აწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system