თავში

"მისგან თავის არიდება მედიკამენტების გარეშეც შეიძლება" - გიორგი ღოღობერიძე

"მისგან თავის არიდება მედიკამენტების გარეშეც შეიძლება" - გიორგი ღოღობერიძე
მისგან თავის არიდება მედიკამენტების გარეშეც შეიძლება - გიორგი ღოღობერიძე

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას საჭირო რჩევებს აძლევს.

ექიმის თქმით, ვენების თრომბოზისგან თავის არიდება მარტივად, მედიკამენტების გარეშეც შეიძლება.

ღოღობერიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები, ან ვირუსი ახლახანს გადაიტანეს.

"ატარეთ რაც შეიძლება მოტკეცილი შარვალი, ეს დაახლოებით უტოლდება კომპრესულ სახვევებს;

დაწოლისას შეეცადეთ, ფეხები გქონდეთ გულის დონეზე ოდნავ მაღლა, ტერფების ქვეშ დაიდეთ ბალიში. ამ შემთხვევაში ხელს უწყობთ ღრმა ვენები კარგად დაიცალოს; 

ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, თუ ხართ კოვიდინფიცირებული ან ახლახან მოიხადეთ ინფექცია. ასეთ დროს მუხლქვეშა ვენას კეტავთ, სისხლი ჩერდება ღრმა ვენებში, რაც იწვევს თრომბოზს;

წონის შემცირება თამაშობს ძალიან დიდ როლს;

სითხეები მიიღეთ საკმარისი რაოდენობით;

თუ გაქვთ თრომბოზის ოჯახური ისტორია, შეეცადეთ, საკვებში ნაკლებად მიიღოთ ისპანახი, მასში ძალიან ბევრია კა ვიტამინი, ასეთ დროს კი თრომბოზისკენ მიდრეკილ ადამიანებში იზრდება რისკი", - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system