თავში

"მიშა არის ცუდად, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს" - ნიკა გვარამია

"მიშა არის ცუდად, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს" - ნიკა გვარამია
მიშა არის ცუდად, მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ცუდადაა და მისი მდგომარეობა კრიტიკულს უახლოვდება. 

მისივე თქმით, სააკაშვილს არ ჰყავს მკურნალი ექიმი.

"მიშა არის ცუდად. მისი მდგომარეობა უახლოვდება კრიტიკულს. და ამ ფონზე მას არ ჰყავს მკურნალი ექიმი და არ უშვებენ "ემპათიის" ექიმებსაც.

მე მსგავსი კატასტროფის მომსწრე არა თუ არ ვყოფილვარ, არც დამიშვია ოდესმე, თუ ვიქნებოდი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system