თავში

მიშა სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში - გიორგი კირთაძე

მიშა სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო
მიშა სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში - გიორგი კირთაძე

ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ გუშინ შეკრებილი აქცია შეაფასა და თქვა, რომ ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ერთიანია. მისი თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად, რისთვისაც აუცილებელია კოალიციური უმრავლესობებისა და მთავრობის დაკომპლექტება მუნიციპალურ დონეებზე.

"ბათუმის აქცია იყო თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის. ეს იყო მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა ჩვენ ამ აქციით ხელისუფლებისთვის. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, სასწრაფო თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში ეს არის მთავარი ცვლილება, რაც უნდა მოგვიტანოს ჩვენ ამ არჩევნებმა. მრავალპარტიული კოალიციური უმრავლესობა საკრებულოში და კოალიციური მერია ბათუმში". - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system