თავში

მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - ირაკლი ღარიბაშვილი

მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - ირაკლი ღარიბაშვილი
მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.

„მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება.

ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system