თავში

მითები და რეალობა - მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას ავრცელებს

მითები და რეალობა - მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას ავრცელებს
მითები და რეალობა - მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას ავრცელებს

"დეზინფორმაცია არაერთი მითის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მათ შორის, დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური COVID-19-თან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით გავრცელებული არაზუსტი და ყალბი ინფორმაციაა", - მთავრობის სტრატკომი COVID-19-ზე არსებული მითებისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მითი - covid-19 ჩვეული სეზონური გრიპის მსგავსი ვირუსია, რომელიც სიმპტომების მიხედვით მარტივად დიაგნოსტირებადია და ადამიანებს მსუბუქად, მკურნალობის გარეშე გადააქვთ.

რეალობა - covid-19 გავრცელების სისწრაფითა და ხშირად ცვალებადი შტამებით, ადამიანებში განსხვავებული სიმპტომებით და გართულებებით იჩენს თავს. გარდა ზოგადი ჩივილებისა, ახასიათებს ცალკეულ ორგანოთა დაზიანება, ორგანიზმში უკვე არსებული, მიმდინარე პროცესების დამძიმება და შესაბამისად, წარმოდგენილია ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მაღალი მაჩვენებლით და ლეტალური შედეგებით.

მითი - covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ასუსტებს და ბრძოლისუნარიანობას უქვეითებს ადამიანის ბუნებრივ იმუნიტეტსა და ორგანიზმს.

რეალობა - covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს ამზადებს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მასთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.

მითი - ორსულებისთვის და მათი ნაყოფისთვის აცრა სახიფათოა.

რეალობა - ორსულებისთვის აცრა მნიშვნელოვანია. ისინი განსაკუთრებულ რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, რადგან ამ დროს, ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების გამო, ინფიცირების ალბათობა მომატებულია. შესაბამისად, ვაქცინაცია როგორც მათი, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, რომელსაც იმუნიტეტი დედისაგან გადაეცემა აუცილებელი და რაც მთავარია, უსაფრთხოა. 

მითი - covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა დნმ-ზე მოქმედებს.

რეალობა - ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს დნმ-ზე. რნმ ან მ-რნმ ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც ვირუსისგან გიცავთ. მ-რნმ განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით 72 საათის განმავლობაში. ამასთან, ის არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც დნმ-ი ინახება.

მითი - რამდენიმე თვეში შექმნილი ვაქცინა ვერ იქნება ხარისხიანი და ეფექტიანი.

რეალობა - covid-19-სგან მომდინარე საფრთხეების გამო, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა მართლაც მოკლე დროში შეიქმნა, რაც უზრუნველყო კვლევასა და განვითარებაში ჩადებულმა უპრეცედენტო ინვესტიციებმა და გლობალურმა თანამშრომლობამ. ვაქცინები კლინიკური კვლევების პროცესში მკაცრ ტესტირებას გადიან იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს.

თავი დაიცავით დეზინფორმაციისგან. ოფიციალურ/სანდო წყაროებთან (სამთავრობო უწყებები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები...) გადამოწმების გარეშე არ ენდოთ კოვიდ-19-თან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system