თავში

მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში, ქალაქ იზმირში მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მოქმდებეს ცხელი ხაზი.

"თურქეთის ქ. იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

დღეს, 30 ოქტომბერს, ქ. იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე:

+90 533 690 30 40; +90 539 220 82 80" - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

თუმცა, როგორც report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუმარტეს, ამ ეტაპზე საელჩოს ცხელ ხაზზე საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. 

ცნობისთვის, თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 120 დაშავდა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 6 საცხოვრებელი შენობა დაინგრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system