თავში

თბილისის 9 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის 9 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის 9 რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს,11 ნოემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონი - 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი  - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი -10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პასტერის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ივერთუბნის, რეხის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, ბარაკონის, ბეთაშვილის, აგიაშვილის, ორჯონიკიძის და გაბუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი -10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ლილო დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობითვის მებრძოლთა, კალოუბნის, ჯავახეთის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი- 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი  - 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი - 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში 30 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V და VII მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი -11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შევჩენკოს და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system