თავში

მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ - ნინო ლომჯარია

მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ - ნინო
მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის განცხადებით, მისასალმებელია, რომ პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყო.

ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან, განსაკუთრებით მსვლელობასთან დაკავშირებითაც პოლიცია მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

"პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ნამდვილად სიძულვილის ჯგუფები მოქმედებდნენ აგრესიულად, თუმცა მივესალმები და აღნიშვნის ღირსია, როგორ იმუშავა პოლიციამ. ჩემი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ შემთხვევაში პოლიციამ უზრუნველყო ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება.

დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ იგივე გაგრძელდება დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებით, განსაკუთრებით პრაიდის მსვლელობასთან დაკავშირებით, სადაც რისკები მეტად მომეტებულია. ვიმედოვნებ, პოლიცია ისევ გამოიჩენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ შევძლებთ, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხო გარემოში ჩავატაროთ", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ღირსების მარში 5 ივლისსაა დაგეგმილი და მისი სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system