თავში

მივიდნენ ამ დასკვნამდე - ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს

მივიდნენ ამ დასკვნამდე - ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს
მივიდნენ ამ დასკვნამდე - ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის სიმსუქნე ერთ-ერთ მთავარ რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ ეს მოსარება დაადასტურა.

„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ ასაკის შემდეგ, სიმსუქნე არის მეორე რისკ ფაქტორი  ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ ფაქტორია. ჰოსპიტალიზაციის მიზეზთა შორის პირველია ასაკი და ეს ცნობილია, რომ ასაკოვან პაციენტებში, 60 წლიდან, განსაკუთრებით 70-80 წელს ზევით ყველაზე მძიმედ მიდის დაავადება, ანუ, ასაკიკი არის ნომერ პირველი რისკ-ფაქტორი, ხოლო ნომერ მეორე - აღმოჩნდა სიმსუქნე და არა რომელიმე სხვა თანმდევი დაავადება. ეს უკვე საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რაოდენ ნეგატიური ფაქტია სიმსუქნე“,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, კვლევაში მონაწილე პაციენტებიდან, რომელთაც სიმსუქნე ჰქონდათ, 80 პროცენტს ინტუბაცია დასჭირდა. 

მისივე განმარტებით, ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი გარდაიცვალა. ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სიმსუქნე იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system