თავში

"მივიღე გადაწყვეტილება" - ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე

"მივიღე გადაწყვეტილება" - ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე
მივიღე გადაწყვეტილება - ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრება გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ივნისში გაიკეთებს. როგორც მან ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა, არჩევანი Pfizer-ის ვაქცინაზე გააკეთა. 

"დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო Pfizer-Biontec-ის ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე. 28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. 

გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 1.მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 2.ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 3.არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.

მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვირე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი,Moderna და Pfizer და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან Moderna-სთან დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შსაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და Pfizer-ით აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს Pfizer-ზე.

რაც შეეხება ზოგადად მოგზურობას, საქართველოში თუ აიცრებით Pfizer-ით ან AstraZeneca-თი, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით" - ამბობს ფხაკაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system