თავში

მხედველობაში მყავდა ბატონი ბიძინა და მისი გუნდი - თენგიზ ცერცვაძე ბრალდებებს პასუხობს

მხედველობაში მყავდა ბატონი ბიძინა და მისი გუნდი - თენგიზ ცერცვაძე ბრალდებებს პასუხობს
მხედველობაში მყავდა ბატონი ბიძინა და მისი გუნდი - თენგიზ ცერცვაძე ბრალდებებს პასუხობს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმ მაია ბუწაშვილის 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქალბატონი მაიასთვის ბევრი დეტალი შესაძლოა, რთულად გასაგები იყოს.

"რაც შეეხება ქ-ნი მაიას დამოკიდებულებას COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მინდა დავარწმუნო, რომ ქვეყანას და ქართველ ხალხს ურჩევნია ჰყავდეს COVID-19-ისგან 20 გარდაცვლილი და ქ-ნი მაია არ ეთანხმებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებებს, ვიდრე ის, რომ ჰყავდეს 20 ათასი გარდაცვილი (როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთ) და იგი ამ გადაწყვეტილებებს იწონებდეს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვუჭერდი 10 წელზე მეტია მხარს 8 წლის წინ შექმნილ პოლიტიკურ პარტიას, ქ-ნი მაიას ირონია აქაც სრულიად უადგილოა. საქმე იმაშია, რომ თუ გადაახვევს და ყურადღებით მოისმენს, ნახავს, რომ მე სიტყვა პარტია საერთოდ არ მიხსენებია და მითუმეტეს ათწლიან კონტექსტში. მე ვთქვი, რომ 10 წელზე მეტია მხარს ვუჭერ ამ ჯგუფს, მხედველობაში მქონდა ბ-ნი ბიძინა და მისი გუნდი, რომელთანაც რეალურად მაკავშირებს 10 წელზე მეტი ხნის ნაცნობობა და მხარდაჭერა.

ბოდიშს ვიხდი, რომ ამჟამად წერილი მრავალგვერდიანი არ გამოვიდა,"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ გუნდს უკვე 10 წელია მხარს უჭერს. ხოლო ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ არის იმ ადამიანებივით მოხერხებული, რომლებიც 10 წელზე მეტია 8 წლის წინ შემქნილ პარტიას უჭერენ მხარს. 

თენგიზ ცერცვაძის წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system