თავში

"მხოლოდ ერთი მიზნით ვისაუბრე" - რას წერს ნანა გეგეჭკორი

"მხოლოდ ერთი მიზნით ვისაუბრე" - რას წერს ნანა გეგეჭკორი
მხოლოდ ერთი მიზნით ვისაუბრე - რას წერს ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ექიმი კორონავირუსით რეინფიცირების შესახებ საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით წერს და საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

"მახსოვს, პირველად რომ ვისაუბრე რეინფექციის საფრთხეზე და მაგალითად ჩემი პირადი შემთხვევა მოვიყვანე, სასწრაფოდ გამოცხვა პოსტები იმის თაობაზე, რომ მავანი პროფესორების აზრით, რეინფექციის თეორიული შანსებიც კი არ არსებობდა. იმ დროისთვის, ჩვენს ჰოსპიტალში, ჩემს გარდა კიდევ სამი დადასტურებული შემთხვევა იყო რეინფექციის. არასდროს მიკადრებია საჯაროდ იმის თქმა რასაც მყარი მტკიცებულებები არ ახლავს თან. იმ ინტერვიუში კი ჩემი ორჯერ ინფიცირების მაგალითზე მხოლოდ ერთი მიზნით ვისაუბრე, რომ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ ჩემს კოლეგებს და გადატანილი ინფექციით გამოწვეულ იმუნიტეტს არ მინდობოდნენ ბრმად. მას მერე რეინფიცირების სამეცნიერო დასტურიც მრავლად დაიდო. ერთ-ერთ საინტერესო კვლევას აქაც გაგიზიარებთ.

საბედნიეროდ, რეინფიცირების ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა ეს შესაძლებელია და ამიტომ პრევენციის წესები იმუნიტეტის მქონეებმაც ისევე უნდა დავიცვათ, როგორც მათ ვისაც ის საერთოდ არ აქვს", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system