თავში

"მხოლოდ ასეთი პირბადე და არანაირი სხვა" - გიორგი ფხაკაძე

"მხოლოდ ასეთი პირბადე და არანაირი სხვა" - გიორგი ფხაკაძე
მხოლოდ ასეთი პირბადე და არანაირი სხვა - გიორგი ფხაკაძე

ექიმი, პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყველა სხვა პირბადე, გარდა სამედიცინო პირბადისა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს აკმაყოფილებს, არაეფექტურია. 

"მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი იარაღი და ეს არის პირბადე, ოღონდ სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო. ფილტრიანი პირბადე და არა დოლჩე და გაბანები...

ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გვეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!! ამდენი მილიონი გვაქვსო, ფონდი გვაქვსო. ხოდა ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!

კვლევებმა აჩვენა, რომ ერთადერთი პირბადე, რომელიც კოვიდთან კარგად მუშაობს, არის სამედიცინო პირბადე, არანაირი სხვა" - აცხადებს ფხაკაძე. 

ვრცლად, გიორგი ფხაკაძის მიმართვა იხილეთ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system