თავში

"მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ" - გიორგი კეკელიძე

"მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ" - გიორგი კეკელიძე
მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ - გიორგი კეკელიძე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

"როგორც გამცნეთ, დღეს ჩვენი თანამშრომელი გარდაიცვალა. აი, ასე უბრალოდ, "ადგა და გარდაიცვალა". უცაბედად. საოცარი ქალი.

და ჩვენ დავიწყეთ გლოვის კვალად, ერთმანეთისთვის იმის შეხსენება, რომ ცხოვრება წუთისოფელია, რომ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავუღიმოთ ერთმანეთს, უნდა შევუნდოთ და შევეხიდოთ. ამას ვამბობდით და უკან, ნელ-ნელა და ცინიკურად იზრდებოდა ხვალინდელი დღის ჩრდილი. იმ დღის, როცა ისევ დავიწყებთ ერთმანეთის ჯიჯგნას, უბოდიშობას, უპატიებლობას. რადგან ეს უფრო გვსიამოვნებს. რადგან ადამიანის ადამიანურობა ჯერაც ამას უფრო ნიშნავს და შეხსენება "გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" წარუმატებელი რეკლამის ბანერივით ჰკიდია - მხოლოდ ვხედავთ და არასდროს ვითვალისწინებთ", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system