თავში

მკითხეს, ვადა როგორ გაუხანგრძლივეთ ამ "ფაიზერს", წამოადუღეთო? - ბიძინა კულუმბეგოვი

მკითხეს, ვადა როგორ გაუხანგრძლივეთ ამ "ფაიზერს", წამოადუღეთო? - ბიძინა კულუმბეგოვი
მკითხეს, ვადა როგორ გაუხანგრძლივეთ ამ ფაიზერს, წამოადუღეთო? - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ "ფაიზერის" ვაქცინას ვადა გაუხანგრძლივა. 

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა სამი თვის შემდეგაც ინარჩუნებს 100%-ან ეფექტურობას.

მისივე ინფორმაციით, საქართველო აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაექვემდებარა და ქვეყანაში ვაქცინების გაფუჭების საშიშროება არ არსებობს.

"ერთმა ადამიანმა იკითხა, რა უქენით ამ ფაიზერის ვაქცინას, ვადა რომ გაუხანგრძლივეთ, წამოადუღეთო? ნამდვილად არავის არაფერი წამოუდუღებია - ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ყველა ვაქცინა, სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სტაბილურობას 100%-ით ინარჩუნებს.

ბევრ მედიკამენტს წინასწარ მითითებული ვადა 50-დან 30%-მდე კომპანიას წინასწარ, ხელოვნურად აქვს შემცირებული. ეს ასეა, ფარმაკოლოგიის პრინციპი. 

ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ ყველა ვაქცინა „ფაიზერის“ წარმოებიდან, ვადის სამი თვის გასვლის შემდგომ მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას 100 პროცენტით, შესაბამისად ვაქცინებს, რომლებსაც ვადა ვთქვათ 2021 წლის ნოემბრამდე ჰქონდათ - თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივდათ. რომელსაც იანვრამდე - მარტამდე, შესაბამისად ეს საკითხი თვითონ კომპანიამ და ამერიკულმა ყველაზე ძლიერმა მარეგულირებელმა გადაწყვიტეს და ჩვენი ქვეყანა ამას დაექვემდებარება, ამიტომ არავითარი ვაქცინის გაფუჭების საშიშროება აღარ არსებობს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system