თავში

პრემიერი ლუკა სირაძის საქმეზე: დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

პრემიერი ლუკა სირაძის საქმეზე: დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, ითანამშრომლოს გამოძიებასთან
პრემიერი ლუკა სირაძის საქმეზე: დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, ითანამშრომლოს გამოძიებასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მისცა. 

,,კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოძიებს ამ საქმეს, ისე, რომ შესაბამისი კითხვის ნიშნები არ დარჩება საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან. 

ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და სწრაფად ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და შესაბამისი დავალებები გავცეთ შესაბამის უწყებებს: 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებებთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე, მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან აქვს შეხება.

ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით ამ მიმართულებებზე სწრაფი შედეგის მისაღებად სისტემური მუშაობაა საჭირო. 

,,დღეს არ არის დრო, ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს უფრო ეფექტური და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system