თავში

"მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ!" - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

"მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ!" - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა
მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ! - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

"აშშ და ევროპა Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს.

ეს არის პასუხისმგებლიანი კომპანიის და ძლიერი მარეგულირებლის სწორი გადაწყვეტილება;

COVID-19-ის ყველა ახალი ვაქცინა უნდა იმართებოდეს ისე, როგორც ნებისმიერი კლინიკური კვლევების დროს, შესაბამისი კლინიკური პროტოკოლებით;

სად არის ელექტრონული ჯანდაცვა?!

სად არის გამჭირვალე გადაწყვეტილების პროცესი?!

სად არის ანგარიშვალდებულება?!

დავიღალე ერთი და იმავეზე საუბრით ეს ბოლო 16 თვე....ვამბობ, არ მიჯერებთ, მერე მლანძღავთ, მერე ბოტებს მისევთ და შეკვეთილ სტატიებს აწერინებთ, მერე ხდება ზუსტად ის, რაზეც გაფრთხილებდით და მერე... სიტყვასიტყვით იმეორებთ, რასაც მე ვამბობდი.... არ დაიღალეთ?! ჩემსა და საზოგადოების კითხვებზე პასუხი გაცემული დღემდე არ არის, რატომ არ არის გასაჯაროებული იმ 82 ექსპერტის სახელი, გვარი და თანამდებობა, ვინც "ვაქცინაციის გეგმა" დაწერა?!

სად არის პარლამეტის მიერ მიღებული კანონის მოსახლეობისათვის განმარტება, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი გართულებების ან ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო?!

ოფიციალურად დასახელდეს ერთი პირი, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე!

გასაჯაროვდეს ძლიერი მარეგულირებლების ჩამონათვალი და იყოს მკაფიოდ დასაბუთებული, თუ რატომ მიიჩნევა ესა თუ ის მარეგულირებელი საქართველოსთვის ძლიერად;

მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ, სიცოცხლეს ვერ გააჩერებთ, წინსვლას ვერ გააჩერებთ! მე სულ ვიტყვი სიმართლეს, იმას, რასაც სხვა ვერ ან არ ამბობს!", - წერს პროფესორი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system