თავში

,,მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება შეზღუდვებით"- კვარაცხელია

,,მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება შეზღუდვებით"- კვარაცხელია
,,მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება შეზღუდვებით- კვარაცხელია

ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ, - ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს დღეები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება ნებისმიერი შეზღუდვით, თუმცა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ. ვიმედოვნებთ, რომ შეზღუდვები იქნება ადეკვატური იმისა, რა სიტუაციაც დღეს გვაქვს,“- განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system