თავში

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის

დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა დასრულდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

„კოოპერატიული მშენებლობით 3 000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებულად არის ცნობილი. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დანაპირებს შეუსრულებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონკრეტული ტერიტორიები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს, გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები, რომელიც დაზარალებულებისთვის განკუთვნილ ფართებს ააშენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები, ჯამში, 102 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჯამში, განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი; სანებართვო ეტაპზე – 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე – 4 პროექტია; ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 12 პროექტზე; 5 პროექტზე მიმდინარეობს ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება; 2020-2021 წელს მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ფართებით დამატებით, დაახლოებით, 700 პირი დაკმაყოფილდება. 

საცხოვრებელი ფართების მიღების მომლოდინე ოჯახების რიგითობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღრება. დაზარალებულები თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეფასებას ჯანდაცვის სამინისტროში შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system