თავში

მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ - ტიკარაძე

მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ - ტიკარაძე
მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ - ტიკარაძე

მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ და ვირუსის გავრცელების დადებითობის ახლანდელი მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გახსნისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა და ახალი ჩაკეტვები არ მოჰყვეს, რადგან ეს ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება. 

"ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები. დღეს გვქონდა კომუნიკაცია, ავხსენით რა არის სახელმწიფოს მიდგომა და ეს არის ცალსახად ის, რომ ჩვენ გახსნისკენ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგათ, ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რადგან შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია, არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე, რადგან ვიცით რამდენად მძიმეა ეს ეკონომიკისთვის. ვიცით, რომ ეს აისახება როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system