თავში

,,მნიშვნელოვანი შეტყობინება" - ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

,,მნიშვნელოვანი შეტყობინება" - ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
,,მნიშვნელოვანი შეტყობინება - ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ისრაელში მცხოვრებ იმ სტუდენტებს მიმართავს, ვისაც სწავლის გასაგრძელებლად, საქართველოში დაბრუნება სურს.

,,მნიშვნელოვანი შეტყობინება ისრაელელი სტუდენტებისთვის, ვისაც სურთ საქართველოში დაბრუნება:

ისრაელის საელჩომ (საქართველოს მთავრობის შესაბამისი ორგანოების ჩართულობით) ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებით დააბრუნა თბილისში ასობით ისრაელელი სტუდენტი, რომლებმაც პასუხისმგებლობით შეასრულეს მთავრობის მიერ დადგენილი ინსტრუქციები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის კოორდინირება და მხარდაჭერა ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ისრაელისა და საქართველოს საელჩოების, პასუხისმგებელი სამთავრობო ორგანოებისა და შესაბამისი უნივერსიტეტების მხრიდან.

ნებისმიერი პირი, ვინც გადაწყვეტს იხელმძღვანელოს მცდარი, ყალბი ინფორმაციით, რომელსაც კერძო და ეზოთერული ორგანიზაციები ავრცელებენ, თავად იქნება პასუხისმგებელი ამგვარ ქმედებაზე. მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ იმ ორგანოების რჩევებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ შესაბამისი უფლებამოსილება, კვალიფიკაცია და შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდნენ ამ ძალზედ რთულ და სენსიტიურ საკითხს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system