თავში

მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს - რას ამბობს ინფექციონისტი

მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს - რას ამბობს ინფექციონისტი
მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს - რას ამბობს ინფექციონისტი

კორონავირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ, მოსახლეობის 70% მაინც გადაიტანს ამ დაავადებას, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამას გულისხმობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, როდესაც ამბობდნენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ.

„სწორედ ამას გულისხმობდნენ ექიმები, რომ ვირუსი მეტად შემოგვიტევდა. მაშინ შეწყვეტს ვირუსი ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70% მაინც გადაიტანს ამ დაავადებას, მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება უკვე გვაქვს. მე როგორც ექიმი, ამას ნამდვილად ვთვლი გამარჯვებად, რადგან პირველმა დაკეტვებმა, ლოკდაუნმა, პირველი ტალღა აგვაცილა მაშინ, როდესაც ლეტალობა მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი იყო. დღეს მართალია შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ ლეტალობამ იკლო, რაც კარგი შედეგია“, -განაცხადა ინფექციონისტმა „მაესტროს“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ბოლო 24 საათში 6 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს.

დადასტურდა კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 22 803-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system