თავში

"მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ არ წავიდეთ" - იმნაძე

"მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ არ წავიდეთ" - იმნაძე
მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ არ წავიდეთ - იმნაძე

"მობილობის დაგდება იმას ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ, სტუმრად არ წავიდეთ, ახლობლებში იქნება, ნათესავებში თუ მეგობრებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, არასაჭირო გადაადგილებები უნდა შეიზღუდოს.

"აზრი არის ეს, რომ არასაჭირო, არააუცილებელი, არასასიცოცხლო გადაადგილებები იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ერთი ოჯახის წევრები არ შეხვდნენ მეორე ოჯახის წევრებს, თუ სამსახურში არ მიდიხარ.

ძირითადი პრობლემა, რეალობას თუ შევხედავთ, ეს არის სუფრები. სუფრაზე, ძალიანაც რომ გინდოდეს, პირბადით ვერ დაჯდები", - განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system