თავში

რომან გოცირიძე: ახლავე მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება

რომან გოცირიძე: ახლავე მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება
რომან გოცირიძე: ახლავე მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება

„ახლავე მოვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა С ჰეპატიტის ელიმინაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ვადის გასვლას, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე. 

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ხდებოდა ელიმინაციის პროგრამის წამლებით ვაჭრობა, შესაბამისად, მედიკამენტების გამოუყენებლობის საკითხით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„ეს არის ფაქტობრივად დაუდევრობის, თავმოუბმელობისა და სავარაუდო კორუფციის ფაქტები ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პროგრამების ეფექტურ განხორციელებას ხელს, ქვეყანაში გავრცელებული ელიტური კორუფცია და არაეფექტური მენეჯმენტი უშლის. 

„დღეისათვის, ამ პროგრამით განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი ადამიანი. მაშინ როდესაც, დაახლოებით 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული წლის ბოლოსათვის. არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად გავრცელების საშუალებას. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალო პრეპარატი და ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული.“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასებისას, სამკურნალო მედიკამენტების მარაგის ვადის გასვლასაც შეეხო. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system