
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოძრაობის აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბების ნაწილში, გარკვეული დროით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
"საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ 92 მონაკვეთზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 3 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 ნოემბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 7 ნოემბრის 00:00 საათამდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.