თავში

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქციას ხვალ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავს

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქციას ხვალ ბიძამართავს
მოძრაობა საქართველოსთვის აქციას ხვალ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავს

სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ისინ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ხვალ საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

მოძრაობა "საქართველოსთვის" დამფუძნებლის, ლაშა ხუსკივაძის განცხადებით, დემონსტრაცია 12:00 საათზე დაიწყება.

"ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მივიღეთ გადაწყვეტილება პერმანენტულად დავიწყოთ გასვლითი აქციები. ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც მას შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება,სწორედ ისაა და ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამიტომ, ხვალიდან დაიწყება პერმანენტული აქციები და ყველა ტრიბუნიდან შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფრის სათავე სწორედ ისაა",- განაცხადა ხუსკივაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system