თავში

მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
მოძრაობა შეიზღუდება - გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-2) სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ97-ე კილომეტრზე, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დააზიანა მდინარე ყოროლისწყალზე არსებული დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელის საყრდენი შუა ბურჯი, საჭიროა სპეციალისტების მიერ აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა, რის გამოც, 2021 წლის 22 სექტემბერს 10:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system