თავში

მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის, საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. რის გამოც, საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 7 ოქტომბრის 21:00 სთ-დან 8 ოქტომბრის 08:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძისძველ საავტომობილო გზაზე, ქ. ხაშურის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system