თავში

მოეხსნებათ თუ არა სოციალური დახმარება გერმანიაში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს

მოეხსნებათ თუ არა სოციალური დახმარება გერმანიაში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს
მოეხსნებათ თუ არა სოციალური დახმარება გერმანიაში სამუშაოდ წასულ მოქალაქეებს

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ. 

როგორც report.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სეზონური დასაქმების ფარგლებში გერმანიაში გაემგზავრებიან და სოციალურად დაუცველები არიან, ამ სტატუსს არ დაკარგავენ.

"გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა არც სტატუსის შეჩერებისა და არც ოჯახის ქულების გადამოწმების საფუძველი არ არის" - აცხადებენ სამინისტროში. 

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system