თავში

"მოგეფერები და აღარ გეტკინება" - აქტივისტი პოლიციელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

"მოგეფერები და აღარ გეტკინება" - აქტივისტი პოლიციელს
მოგეფერები და აღარ გეტკინება - აქტივისტი პოლიციელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

სამოქალაქო აქტივისტი ქალი პოლიციელს, ვიცე-პოლკოვნიკ ცოტნე ჯაფარიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოს. 

როგორც აქტივისტი აცხადებს, მან პოლიციელს მონა უწოდა, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. 

"ჩემი დაკავება რა თქმა უნდა არაპროპორციული ძალით მოხდა. რა საჭირო იყო 12 პოლიციელი რომ მაკავებდა, რა წინააღმდეგობას ვუწევდი ასეთს?! როდესაც მანქანაში ჩამსვა ვიცე-პოლკოვნიკმა ცოტნე ჯაფარიძემ, მას დავუძახე მონა ხარ-მეთქი, მანქანაზე რომ ლოზუნგი გაქვს "ვემსახურები საქართველოს", საქართველო ბიძინათი ჩაანაცვლე-მეთქი ვუთხარი და ამის გამო დამსაჯა, ხელბორკილი გამიკეთა უკან, რაც არ შეიძლება, რადგან მე არ ვიყავი სისხლის სამართლის დამნაშავე. მას ვთხოვე, რომ ხელი მტკიოდა და წინ შეეკრა ბორკილი, მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ ბორკილი წინ შეეკრა მითხრა - მოდი, მოგეფერები და აღარ გეტკინებაო. შემდეგ ტაში დამიკრა, წაიცეკვა და ამას ხედავდა ყველა, ვინც გუშინ დაგვაკავეს. მათ შორის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც. ვთხოვ შს სამინისტროს განმიმარტოს, რას ნიშნავდა ვიცე-პოლკოვნიკ ცოტნე ჯაფარიძის ეს ქმედება, თუ არა სექსუალურ შევიწროებას", - განაცხადა აქტივისტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system