თავში

,,მოგიკვდეს დედა, რატომ ვარ ცოცხალი?" - თეონა თამაზაშვილი

,,მოგიკვდეს დედა, რატომ ვარ ცოცხალი?" - თეონა თამაზაშვილი
,,მოგიკვდეს დედა, რატომ ვარ ცოცხალი? - თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში თამარის ფოტოს აზიარებს და ემოციურ კომენტარს წერს: ,,მოგიკვდეს დედა, რატომ ვარ ცოცხალი?". 

დედის სულისშემძვრელ კომენტარს სოციალური ქსელის მომხმარებლები ეხმაურებიან და წერენ, რომ დედამ უნდა ილოცოს თამარის სულისთვის და უნდა იცოცხლოს მეორე შვილისთვის. 

თეონა თამაზაშვილის კომენტარს ეხმაურება ოჯახის ადვოკატიც:

,,თეონა, იმიტომ უნდა იყო ცოცხალი, რომ გიორგი გყავს, იმიტომ უნდა იყო ცოცხალი, რომ ჩვენ გვჭირდები, რათა ჯოჯოხეთის გზაზე გაუშვა ბოროტების მსახურნი", - წერს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system