თავში

მოგმართავ, როგორც ჩემს შვილს - ინგა გრიგოლია ფოტოგრაფს რჩევას აძლევს

მოგმართავ, როგორც ჩემს შვილს - ინგა გრიგოლია ფოტოგრაფს რჩევას აძლევს
მოგმართავ, როგორც ჩემს შვილს - ინგა გრიგოლია ფოტოგრაფს რჩევას აძლევს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ფოტოგრაფს სურს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა და ეს ჟურნალისტებთან ერთად გააკეთოს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა ექსპერიმენტში მონაწილეობა იმ მედია საშუალებასთან ერთად უნდა მიიღოს, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, რადგან ბრეგვაძესთან დაკავშირებით ისედაც ბევრი კითხვა არსებობს, ხოლო თუ ის, აღნიშნულ ექსპერიმენტს, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის თანდასწრებით ჩაატარებს, ეს დამატებით კითხვებსა და ეჭვებს წარმოშობს. 

“იაკობ შენ მინდა ახლა რომ მოგმართო. არ შეგაცდინოს არავინ და არ დაგითანხმონ ისეთ მედია საშუალებას მისცე შენ ეს ინტევიუ ადგილზე ჩასვლით, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდით არის დაკავებული. ასეთ შემთხვევაში, მართლა გაუჩნდება ძალიან დიდ ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს რაიმე ტიპის ეჭვი, რომ იქ რაიმე იჩქმალება და უფრო დიდი და ბევრი კითხვა გაჩნდება. ამიტომ მინდა, როგორც ჟურნალისტმა გითხრა: თუ შენ ამას მართლა აპირებ, თავისუფალ მედიასთან გააკეთე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მინდა გირჩიო, როგორც 49 წლის დედამ შვილს: არ დაუჯერო ვინც გირჩევს, რომ ეს შენ უნდა გააკეთო სამთავრობო მედიის დახმარებით. იმიტომ, რომ იქვე უფრო მეტი კითხვა გაჩნდება. ამას გეტყვი როგორც ჩემს შვილს”, – განაცხადა გრიგოლიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system