თავში

მოგვიტანეთ ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები - თბილისის ზოოპარკი

მოგვიტანეთ ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები - თბილისის ზოოპარკი
მოგვიტანეთ ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები - თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას სთხოვს,ჩ იჩილაკები და ნაძვის ხეები ზოოპარკს გადასცენ.

ადმინისტრაციის განმარტებით, ამით ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებას შეძლებენ.

"ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა - ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში",- განმარტავს თბილისის ზოოპარკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system