თავში

"მოიყვანე ერთი შემთხვევა, როდესაც მას მოღალატე ვუწოდე" - ანდრია ჯაღმაიძე

"მოიყვანე ერთი შემთხვევა, როდესაც მას მოღალატე ვუწოდე" - ანდრია ჯაღმაიძე
მოიყვანე ერთი შემთხვევა, როდესაც მას მოღალატე ვუწოდე - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას მიმართავს.

"ლადო ნარსიას საყურადღებოდ, მოიყვანე ერთი შემთხვევა, როდესაც მე პერსონალურად ივერი მელაშვილს მოღალატე ვუწოდე.

ნუ აურევ იმ შემთხვევასთან, როდესაც კომისიის მუშაობას ვუწოდე მოღალატეობრივი, მაშინ ეჭვმიტანილები არ არსებობდა და რამდენადაც კომისია საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, სახელმწიფოსადმი გამოთქმული ბრალდება იყო ეს. მთავარ არხზე გამოქვეყნებული ე.წ. ГРУ -ს სიები თუ შენთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია, გასაგებია, რა ბოდვით ვერსიებშიც ხართ", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system