თავში

წყალტუბოში ,,წითელი ზონიდან" გადმოყვანილი მოქალაქეები მოათავსეს

წყალტუბოში ,,წითელი ზონიდან" გადმოყვანილი მოქალაქეები მოათავსეს
წყალტუბოში ,,წითელი ზონიდან გადმოყვანილი მოქალაქეები მოათავსეს

წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში, იტალიიდან ჩამოყვანილი 97 მოქალაქე მოათავსეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფოროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება.

როგორც გიორგიძე აცხადებს, მოქალაქეებს უტარდებათ პერიოდული შემოწმება და ხდება მათი ინფორმირება. სასტუმროში მოთავსებულებს სამედიცინო პერსონალი დააკვირდება.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო, 10 მარტს იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system