თავში

მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგეგმება მასობრივი ვაქცინაცია - ტიკარაძე

მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგეგმება მასობრივი -
მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება, იგეგმება მასობრივი ვაქცინაცია - ტიკარაძე

უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

“ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და პირბადე, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. აღსანიშნავია, სადაც საჭიროება მოითხოვდა, რეგიონებში ბრიგადების დამატება მოხდა და ეს გაგრძელდება. უკვე ჩვენ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია, როგორც “მოდერნაზე”, ასევე “ჯონსონ და ჯონსონსა” და „ნოვოვაქსზე“. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system