თავში

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში აღებული "მწვანე საშვების" გამოცვლა მოუწევთ

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში აღებული "მწვანე საშვების" გამოცვლა მოუწევთ
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში აღებული მწვანე საშვების გამოცვლა მოუწევთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეებს "მწვანე პასპორტის" მიღება შეუძლიათ როგორც აპლიკაციის გამოყენებით, ასევე იუსტიციის სახლში, ბეჭდური ვერანტის სახით.

მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ქაღალდის "მწვანე პასპორტი" იუსტიციის სახლში 17 ნოემბრამდე აიღეს, მისი გამოცვლა მოუწევთ.

"მწვანე პასპორტი" ნიშნავს სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთის დაკმაყოფილებას - ეს არის სრულად ვაქცინირებული პირი, პირი, რომელმაც გადაიტანა კოვიდინფექცია გარკვეულ ეტაპზე, არ აქვს მნიშვნელობა როდის და მესამე - PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი. PCR ტესტის შემთხვევაში, 72 საათიან ვალიდურობაზე ვსაუბრობთ, ანტიგენ ტესტის შემთხვევაში - 24-საათიან ვალიდურობაზე.

"მწვანე საშვი", შესაძლოა, იყოს ელექტრონული სახით გამოყენებული - ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ georgian e helath-ის ან Covid pass-ის აპლიკაცია ძალიან მარტივად. ასევე, შეგიძლიათ ქაღალდის პასპორტის გამოყენება. ვინც "მწვანე საშვის" ქაღალდის პასპორტი იუსტიციის სახლში აიღო 17 ნოემბრამდე, მას მოუწევს გამოცვალოს და აიღოს ახალი პასპორტი, რადგან გარკვეული დეტალები დაზუსტებულია,"- აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში "მწვანე პასპორტები" ამოქმედდა

ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი 6 თვის ნაცვლად, უვადოდ მიენიჭებათ. კოვიდგადატანილებისთვის 6 თვის ჩამკეტი ვადა აღარ მოქმედებს და თუ ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ეს მას მუდმივ სტატუსს ანიჭებს.

ნახეთ, ვის მიენიჭება "მწვანე სტატუსი" და სად მოგიწევთ "მწვანე პასპორტის" წარდგენა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. მწვანე პასპორტის აპლიკაცია ჩაუშვა, მისი მოძებნა შეგიძლიათ როგორც iOS App Store, ასევე Google Play store-ში. აპლიკაციაში დატანილია ინფორმაცია იმუნიზაციასთან და ტესტებთან დაკავშირებით.

საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

ამასთან, მოქალაქეებს, რომელთაც იუსტიციის სახლებში კოვიდბარაათები 16 ნოემბრამდე აქვთ აღებული, მათი განახლება მოუწევთ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.

ამასთან, ყველა პენსიონერი, რომელიც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს.

ნახეთ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე ბარათის" გარეშე ვეღარ შეხვალთ.

ვრცლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს გაეცანით ბმულზე.

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი და სად მოგთხოვენ მწვანე პასპორტს - ნახეთ NCDC-ის ვიდეორგოლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system