თავში

მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა სახელმწიფო დაეხმარება

მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა სახელმწიფო დაეხმარება
მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა სახელმწიფო დაეხმარება

"ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით - უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვაა. 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობას ძალიან კარგად ესმის საქართველოს თითოეული მოქალაქის გასაჭირი, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება, დაკარგოს სამსახური, შესაბამისად - შემოსავალი.

უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს უკვე მიმართა. ჩანიშნულია პარლამენტის საგანგებო სხდომაც

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system