თავში

მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 9 348 მოქალაქემ მიმართა

მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 9 348 მოქალაქემ მიმართა
მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 9 348 მოქალაქემ მიმართა

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 9 348 საქართველოს მოქალაქემ მიმართა

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ჯერ არ შეჩერებიათ საქართველოს მოქალაქის სტატუსი, 2019 წლის 15 აგვისტომდე შესაძლებლობა ჰქონდათ, მიემართათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და მოეთხოვათ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

მისივე თქმით, ერთი წლის მანძილზე (2019 წლის 15 აგვისტომდე) ამ უფლებით მოსარგებლე პირთა მიმართვიანობა მაღალი იყო – საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 9 348 საქართველოს მოქალაქემ.

"მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი გახდა ამავე კანონის 322 მუხლის მე-6 პუნქტში შესულიყო ცვლილება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, 2020 წლის 31 დეკემბრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე; ყველა იმ პირს, რომელიც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი, შესაძლებლობა ეძლევა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას 4 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system